|
დასახელება:
ტერიტორიის განვითარების სპეციალისტი - HoReCa არხი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტერიტორიის განვითარების სპეციალისტის (HoReCa არხი) თანამდებობაზე აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
** მოახდინოს ტერიტორიაზე ახალი, ძირითადი და პრიორიტეტული კლიენტების იდენტიფიცირება, მათი გაყიდვების გაზრდის გეგმების შემუშავება და განხორციელება და, პირადად და/ან გაყიდვების წარმომადგენელთან ერთად მონახულება პრობლემების გადასაჭრელად და კარგი პარტნიორული ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
** ობიექტებში უზრუნველყოს კომპანიის სტანდარტების შესაბამისი შესრულება (In Store Execution) მათ შორის პროდუქტის სწორად განლაგება, FIFO სტანდარტი, დისპლეების მონიტორინგი და POSM ის ეფექტური გამოყენება.
** შეაფასოს ობიექტებში კომპანიის სტანდარტების შესრულების დონე და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმოს შესაბამისი აქტივობები გაუმჯობესებისთვის. უზრუნველყოს ეფექტური დანერგვა პარტნიორ ობიექტებში და ორგანიზაციასთან შეთანხმებული ასორტიმენტის მართვა.
** განახორციელოს აქტივობების შეთანხმება და სინქრონიზაცია ტერიტორიის გაყიდვების მენეჯერთან და სხვა ჩართულ გუნდებთან, რათა უზრუნველყოს კამპანიების, პრომოაქტივობებისა და ველზე დაგეგმილი აქტივობების სწორი და დროული შესრულება.
** მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ, ყოველთვიურ და ასევე რეგიონალურ დაგეგმვისა და მიმოხილვის შეხვედრებში, შეავსოს სავალდებულო ანგარიშები და უზრუნველყოს საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება.
** უზრუნველყოს სწორი და ზუსტი რეპორტინგი განთავსებულ/დამონტაჟებულ სავაჭრო მოწყობილობებზე, უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტების შევსება (მაცივრის გატანის/გამოტანის ფორმა, კონტრაქტი, სავაჭრო მოწყობილობის ფოტოები და ა.შ
** მოამზადოს გაყიდვების პრეზენტაციები, კონტრაქტები და წინადადებები მენეჯმენტის მიერ დამტკიცებული კონტრაქტების პირობების შესაბამისად.
** აკონტროლოს მიმდინარე აქტიური მომხმარებელთა ბაზა მოცემულ ტერიტორიაზე.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება სასურველია
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე, სასურველია HoReCa არხის მიმართულებით
** ქართული ენა - თავისუფლად, სასურველია ინგლისური
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარები
** შედეგებზე ორიენტირებული
** აუცილებელია მართვის მოწმობისა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ქონა
რას გთავაზობთ?
** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** გადაადგილების ხარჯების უზრუნველყოფა (საწვავი, ავტომანქანის ცვეთა)
** ჯანმრთელობისა დაზღვევა
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|