Робота для біженців з України
პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი - ქუთაისი, ბათუმი, თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, დარიცხული 2405-3360 ლარი

ფუნქციები:

** სისტემაში დარეგისტრირებული ინციდენტების დროულად და ხარისხიანად მოგვარების ორგანიზება და მონიტორინგი;
** სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** იუზერმენეჯმენტის პროცესების მართვა;
** პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების დროს გამოვლენილი პრობლემების ანალიზი/დამუშავება;
** სააგენტოში დასაქმებულ, ასევე, ავტორიზებულ მომხმარებელთა და ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებსა და დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს შორის კომუნიკაციის
** უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების ტესტირებისა და დანერგვის პროცესში ჩართულობა;
** დეპარტამენტის/სამსახურის უფროსისათვის, მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა გაწეული საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემის MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** MS SQL, Oracle, C++ და C# საბაზისო ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2.

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

კონკურსის ეტაპები:

** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge

მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე