|
დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: 2262 ლარი
ფუნქციები:
** სისტემაში დარეგისტრირებული მოთხოვნა/ინციდენტების განაწილება შესრულება/ მოგვარებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებზე;
** სისტემაში დარეგისტრირებული მოთხოვნა/ინციდენტების მონიტორინგი;
** მოთხოვნა/ინციდენტების სტატისტიკური მონაცემების მოძიება/დამუშავება;
** ორგანიზაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა; იუზერ მენეჯმენტის პროცესის მართვა;
** პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების დროს გამოვლენილი პრობლემების ანალიზი/დამუშავება;
** ორგანიზაციაში დასაქმებულ ასევე, ავტორიზებულ მომხმარებელთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში შემავალ სამსახურებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
** სატელეფონო არხით შემოსული ინციდენტების სისტემაში დარეგისტრირება;
** დეპარტამენტის/სამსახურის უფროსისათვის, მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა გაწეული საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** Skype for Business User Management-ის ზოგადი ცოდნა;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების ცოდნა;
** ოპერაციული სისტემის MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** Active Directory-ის ზოგადი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
კონკურსის ეტაპები:
** შემოსული განცხადებების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge და მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|