|
დასახელება:
რევმატოლოგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კონსილიუმ მედულა
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს რევმატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 6გ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: დარიცხული 1000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ექიმის ასისტირება კონსულტაციების/ჩარევების დროს
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, სამედიცინო/სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება გადაგზავნა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2026 წლის 17 მაისის ჩათვლით და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|