|
დასახელება:
საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: რისკების მართვის დეპარტამენტი
განყოფილება: საკრედიტო პორტფელის მონიტორინგის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ბანკის მსესხებელი კომპანიების წლიური და კვარტალური ფინანსური უწყისებისა და გადახდისუნარიანობის კოეფიციენტების ანალიზი, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, საკრედიტო რისკების შეფასება და მონიტორინგის დასკვნების მომზადება;
** ვადაგადაცილებული მსესხებლების პრობლემების ანალიზი, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება;
** საკრედიტო პორტფელის ანალიზი სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით;
** სხვადასხვა დანიშნულების ანალიტიკური რეპორტის მომზადება;
** განყოფილების უფროსის მიერ თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება:
** ფინანსურ/საინვესტიციო ანალიტიკოსად, საკრედიტო რისკების მენეჯერად ან საკრედიტო ექსპერტად (კორპორატიული ან SME მიმართულებით) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკრედიტო რისკების მართვის/ანალიტიკის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** კორპორტიული ფინანსების მართვის და ანალიზის მიმართულებით გამოცდილება.
განათლება:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
სასურველი: სასურველია VBA Macros ცოდნა.
უნარები:
** ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, მათემატიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მაისი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
|
|
|
|