Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
შპს "თერმოინდუსტრია" - გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული შეთანხმებით + ბონუსი;
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 12;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამის და სალარო აპარატის ჩართვა, ტერმინალების მწყობრში მოყვანა, საბრუნავი თანხის მომზადება;
** შემოსავლის (თანხის) მიღება ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში: გასავლის ორდერის მიხედვით პროგრამაში გატარება, სალაროს ქვითრის ამოღება, შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა;
** უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომხმარებლის საბანკო ბარათის მიხედვით, შესაბამისი ტერმინალიდან თანხის მოხსნა;
** დღის განმავლობაში რამდენჯერმე სალაროს გადამოწმება, სალარო აპარატის X რეპორტის ამოღება, პროგრამისა და ექსელის ფაილის შესაბამის თანხვედრაში მოყვანა, ტერმინალის ჩეკების გადახედვა;
** ყოველი დღის ბოლოს სალარო აპარატის Z რეპორტის ამოღება, დღის დახურვა, დაჯამება, ყველა ქვითრის შეგროვება, თანხის დათვლა და სეიფში გადატანა.
** პოზიციის უფლება-მოვალეობების ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კეთილგანწყობილი;
** გუნდური;
** ყურადღებიანი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@thermoindustria.com Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მაისი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე