|
დასახელება:
აგრო ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
აგროტექნო
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.
"აგროტექნო" მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!
https://at.com.ge/
https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE
გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!
ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
ვაკანსია: აგრო ინჟინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი მე-15 კმ)
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00 სთ დან -18:00 სთ მდე (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
პოზიციის მიზანი:
არსებული პროდუქციის გაუმჯობესება, ადგილობრივ ბაზარზე მორგება და ახალი აგრო პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შექმნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული აგრო ტექნიკის/პროდუქციის ანალიზი და გაუმჯობესების ინიციირება;
** პროდუქტების ადაპტაცია ადგილობრივი ბაზრის რეალურ საჭიროებებზე;
** ახალი პროდუქტების და ტექნიკური გადაწყვეტილებების კონცეფციის შემუშავება;
** საველე ტესტირებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვებისა და სერვისის გუნდებთან;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და რეკომენდაციების მომზადება;
** ინოვაციური იდეების ინიცირება და დანერგვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აგრო ინჟინერიაში ან მონათესავე სფეროში;
** პრაქტიკული გამოცდილება აგრო ტექნიკაში/პროდუქტებში;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მზადყოფნა საველე მუშაობისთვის;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** მართვის მოწმობა (სასურველია), საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, მივლინებები პარტნიორ ქარხნებში მსოფლიოს მასშტაბით (ტრენინგები, ტექნოლოგიების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება).
კონკურსის ეტაპები:
** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 16 მაისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "აგრო ინჟინერი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|