Робота для біженців з України
Chief Operating ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Chief Operating ოფიცერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" პარტნიორი კომპანიისთვის "Click" ეძებს Chief Operating Officer-ს.

პირობები:

** სამუშაო ფორმატი: On-site
** სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
** ანაზღაურება: 3000-4000 + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ვაკე, მოსაშვილის ქ.
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული ავტომატიზაციის სტრატეგიის შემუშავება და მისი დანერგვა პარტნიორი ბიზნესებისთვის.
** Google Ads კამპანიების (Search, Display, PMax) ზედამხედველობა და ROI-ის ოპტიმიზაცია
** SEO სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების ანალიზი
** კლიენტებისთვის CRM სისტემების, Email Automation-ისა და ინტეგრაციების კონფიგურაცია და დანერგვა.
** ანალიტიკური სისტემების (GA4, Looker Studio, GTM) კონფიგურაცია და მართვა
** AI LLM მოდელების ორკესტრირება ავტომატიზაციის სვოფლოუებში (n8n, Make, Zapier + AI)
** გუნდის ხელმძღვანელობა, KPI-ების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი
** წარმატებული ქეისების (Success Case-ების) მომზადება, კლიენტებთან ანგარიშგება და შედეგების პრეზენტაცია.
** ახალი AI ინსტრუმენტების კვლევა და მათი ოპერაციულ პროცესებში ინტეგრაცია

განათლება, გამოცდილება და უნარები

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება Digital Marketing-ში ან მარკეტინგულ ავტომატიზაციაში
** Google Ads-ის სიღრმისეული ცოდნა (Search, Display, Performance Max)
** SEO/SEM ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება
** მარკეტინგული KPI-ების (CAC, ROI, ROAS, LTV, CTR, CPC) ზუსტი ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი
** CRM სისტემების (HubSpot, Salesforce ან მსგავსი) კონფიგურაციისა და მართვის გამოცდილება
** GPT-4o, Claude, Gemini, Mistral და მსგავსი LLM-ების პრაქტიკული გამოყენება ბიზნეს ამოცანებზე
** AI Agent-ების და Multi-Agent სისტემების ორკესტრირების გამოცდილება (n8n, LangChain ან მსგავსი)
** AI ინსტრუმენტების ინტეგრაცია მარკეტინგულ Workflow-ებში და ოპერაციულ პროცესებში
** ძლიერი ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული — Portfolio-ში წარმატებული Success Cases
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** სწრაფ, ცვალებად გარემოში კომფორტულად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Chief Operating Officer".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე