Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714853&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული სამსახურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სამსახურის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პროფესიულ განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.

აკადემია უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ახლახანს, მესამედ, მოიპოვა 6-წლიანი ავტორიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N20
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30, შესვენება 1 საათი
ანაზღაურება: 1, 650 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** სამედიცინო დაზღვევას
** მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათიან ტარიფს
** აკადემიის შიგნით სასწავლო საქმიანობის შეთავსებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქციები:

** შემოსული და გამავალი დოკუმენტაციის რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში;
** კორესპონდენციისა და დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა (დოკუმენტების მიღება, გადანაწილება და შესრულების ვადების მონიტორინგი);
** დოკუმენტების პროექტების, ოფიციალური წერილებისა და ბრძანებების მომზადება;
** საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება და დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
** არქივის მართვა, დოკუმენტების უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა და საჭირო ინფორმაციის დროული გაცემა;
** მენეჯმენტის შეხვედრების რეესტრის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში ოქმების შედგენა;
** პარტნიორი ორგანიზაციების რეესტრის წარმოება;
** სტუდენტთა და მსმენელთა ელექტრონული პირადი საქმეების ადმინისტრირება;
** სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით);
** ქართული ენის გამართული ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერითი);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა

სასურველი:

** განათლება ან გამოცდილება საქმისწარმოების, ოფისის მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში;
** ელექტრონული საქმისწარმოების სისტემებთან (eFlow) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

საკვანძო კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე career@sba.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 მაისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

"SBA" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "SBA" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კოლეჯისათვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია