Робота для біженців з України
სასტუმროს დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დიასახლისი
მომწოდებელი: The Gate Hotel
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"The Gate Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: თავისუფლების მოედანი, თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი

სამუშაო გრაფიკი:

** თვეში 22 სამუშაო დღე
** 09:00 - 18:00

ანაზღაურება: 60 ლარი (დღეში) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** თეთრეულის, პირსახოცებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა
** ჰიგიენისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა
** დაზიანებებისა და ტექნიკური ხარვეზების დროული დაფიქსირება და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუფთავისა და წესრიგის მიმართ
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

როგორ განვაცხადოთ კანდიდატურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: thegatehr1234@gmail.com

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე