|
დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურებას.
"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** განათლება, უმაღლესი ან პროფესიული.
** საოფისე პროგრამების ცოდნა და გამოყენება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვებისთვის აქციების დაგეგმვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
** შეთავაზების კატალოგების მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის;
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ნორმირებულ სამუშაო განაკვეთი;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 16 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე hr@bilioni.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი".
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|