|
დასახელება:
კომერციული ოპერაციების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფარმაცევტული მიმართულების კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
ფარმაცევტული მიმართულების კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
პოზიცია გულისხმობს კომპანიის კომერციული და საოპერაციო პროცესების კოორდინაციას, მათ შორის: მარაგების მართვას, შესყიდვების დაგეგმვას, გაყიდვების ანალიზსა და მხარდაჭერას, პარტნიორებთან კომუნიკაციას, ანგარიშგებასა და საორგანიზაციო საკითხების მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მარაგებისა და შესყიდვების მართვა
** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და ანალიზი;
** პროდუქციის ნაშთებისა და ბრუნვადობის შეფასება;
** მინიმალური და ოპტიმალური მარაგების დაგეგმვა;
** დეფიციტისა და ჭარბი მარაგების პრევენცია;
** შესყიდვების დაგეგმვა და შეკვეთების მომზადება;
** მომწოდებლებთან და შიდა სტრუქტურებთან კოორდინაცია.
გაყიდვების ანალიზი და კომერციული მხარდაჭერა
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი პროდუქტების, არხებისა და პარტნიორების მიხედვით;
** მოთხოვნადი და დაბალბრუნვადი პოზიციების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების დინამიკის მონიტორინგი;
** აქციების, შეთავაზებებისა და კომერციული აქტივობების კოორდინაცია;
** საბითუმო პარტნიორებთან და სააფთიაქო მიმართულებასთან აქტიური კომუნიკაცია.
ვარგისობის ვადების კონტროლი
** პროდუქციის ვარგისობის ვადების სისტემური მონიტორინგი;
** რისკების წინასწარი გამოვლენა;
** დროული რეაგირება პროდუქციის გადაადგილების, რეალიზაციის ან სხვა საოპერაციო გადაწყვეტილებების მისაღებად;
** ჩამოწერისა და დანაკარგების რისკის შემცირება.
ანგარიშგება და ანალიტიკა
** შიდა ანგარიშების მომზადება გაყიდვებზე, მარაგებზე, ნაშთებსა და შეკვეთებზე;
** საერთაშორისო პარტნიორებისთვის ანგარიშგების მომზადება;
** ანალიტიკური მასალებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** მონაცემების სტრუქტურირება და მენეჯმენტისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება.
საორგანიზაციო და საკომუნიკაციო საქმიანობა
** პარტნიორებთან მიმდინარე საოპერაციო საკითხების კოორდინაცია;
** ფარმაცევტებისთვის ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზაციული მხარდაჭერა;
** საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის სომხეთთან, შეკვეთებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია;
** საჭირო სამუშაო კომუნიკაციის წარმოება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** Excel-ის და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** მრავალამოცანიან გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალმხრივ სამუშაო პროცესს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
geonewfarma@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: კომერციული ოპერაციების მენეჯერი.
|
|
|
|