|
დასახელება:
გარე შეკვეთების კოორდინატორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
მიდეა
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს "ემსერვისი" - ბრენდი ""Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური სერვის-ცენტრია საქართველოში.
შპს "ემსერვისი" აცხადებს ვაკანსიას გარე შეკვეთების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიცია არის დროებითი და გათვლილია 2026 წლის აგვისტოს ბოლომდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომსახურებასთან დაკავშირებით;
** მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (ინვოისი, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) და გადახდების კონტროლი;
** ქოლცენტრში დაფიქსირებული შეკვეთების შიდა პროგრამაში დამუშავება, ტექნიკოსებზე გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** შესრულებული შეკვეთების დახურვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად შიდა პროგრამაში;
** ტექნიკოსების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნების პროცესის კოორდინაცია ტექნიკურ და სერვის-მენეჯერებთან ერთად;
** კომპანიაში დადგენილი პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** 1C პროგრამის ცოდნა სასურველია;
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული ხელფასი.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
** დასვენების დღეები განისაზღვრება კვირის ნებისმიერ სხვა დღეებზე, გარდა შაბათისა და კვირისა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ.N7;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@midea.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება;
მოგახსენებთ, რომ შპს "ემსერვისი" დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს "ემსერვისი"-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს "ემსერვისი"-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
|
|
|
|