|
დასახელება:
სისტემური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების / ციფრული პროდუქტების გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: სისტემური ანალიტიკოსი
მოვალეობები:
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და ფუნქციური სპეციფიკაციების შედგენა
** საბანკო სისტემების (Core Banking, Digital Banking, CRM) ინტეგრაციის ანალიზი
** AS-IS / TO-BE პროცესების მოდელირება და BPMN დოკუმენტაცია
** ციფრული პროდუქტების (მობილური ბანკი, ინტერნეტ ბანკი) ანალიზსა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა
** IT და ბიზნეს გუნდებს შორის კომუნიკაციის კოორდინაცია
** მოთხოვნების ტრეისაბილობის მატრიცის (RTM) შენარჩუნება
** UAT ტესტირებაში მონაწილეობა და ხარვეზების ლოგირება
** ანგარიშების, პრეზენტაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან მონათესავე მიმართულებით
** სისტემურ ან ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსურ სექტორში
** მოთხოვნების ანალიზისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება
** REST API-ების, ინტეგრაციების და მონაცემთა გაცვლის პრინციპების ცოდნა
** SQL-ის ცოდნა და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება
** პროცესების მოდელირების გამოცდილება (UML, BPMN ან სხვა შესაბამისი ნოტაციები)
** Agile/Scrum და/ან Waterfall მიდგომების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სტრუქტურულად გადაჭრის უნარი
** საბანკო პროდუქტების/ პროცესების ცოდნა და Core Banking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "სისტემური ანალიტიკოსი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07/05/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|