|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
წერტი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში (ლოკაცია — ვ. გოძიაშვილის 36)
კომპანია "წერტი" დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა: ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის "წერტი" აერთიანებს 6 ფილიალში დასაქმებულ 160 თანამშრომელს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხორცის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი
** ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა და საგადასახადო ჩამოწერები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** Excel-ის ცოდნა
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აუცილებელია საბუღალტრო განათლება
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2026 წლის 16 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|