Робота для біженців з України
ტენდერებისა და კონტრაქტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერებისა და კონტრაქტების მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანიის შესახებ:

კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

პოზიციის დასახელება: ტენდერებისა და კონტრაქტების მენეჯერი

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ხელფასი: 5000 ლარი (ხელზე ასაღები)

დამატებითი ბენეფიტი:

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ფლობს FIDIC-ის სერტიფიკატს ან აქვს შესაბამისი სტანდარტებით მუშაობის დადასტურებული გამოცდილება, განიხილება ინდივიდუალური სახელფასო დანამატი ან დამატებითი ბონუსი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სატენდერო საქმიანობა: ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდერების მუდმივი მონიტორინგი (SPA/NAT და კერძო პლატფორმები), სატენდერო დოკუმენტაციის სრულყოფილი მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში.
** სამართლებრივი და ბიზნეს ანალიზი: სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულებების პროექტების სიღრმისეული იურიდიული და კომერციული ანალიზი რისკების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
** კონტრაქტების მართვა (Contract Management): ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი გამართვა და მათი შესრულების ეტაპების (ვადები, ხარისხი, გადახდები) უწყვეტი ადმინისტრირება.
** კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსურ, იურიდიულ და ტექნიკურ დეპარტამენტებთან კომპანიის ინტერესებზე მორგებული, ოპტიმიზებული წინადადების შესაქმნელად.
** ანალიტიკა და რეპორტინგი: ბიზნეს-მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშგება ტენდერების სტატისტიკისა და მიმდინარე კონტრაქტების სტატუსის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან ფინანსების მიმართულებით).
** კანონმდებლობის ცოდნა: "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების სიღრმისეული ცოდნა.
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტენდერებისა და კონტრაქტების მართვის სფეროში.
** ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (B2/C1 დონე).
** პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (მონაცემთა დამუშავება, ფორმულები).
** პრიორიტეტი: FIDIC-ის (წითელი, ყვითელი, ვერცხლისფერი წიგნი) სტანდარტების ცოდნა და მათი მართვის პრინციპების ფლობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პოზიციების დაცვის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 16/05/2026.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე