Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თორია
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "თორია" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის #27

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების სრული ციკლის მართვა — დაგეგმვიდან დასრულებამდე
** პროექტის ბიუჯეტირებაში მონაწილეობა და კომერციული შეთავაზებების (ფასების) მომზადება
** კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება
** კლიენტებთან კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე
** პროექტის შესრულების გეგმის შედგენა და ვადების კონტროლი
** წარმოების, დიზაინისა და მონტაჟის პროცესების კოორდინაცია
** პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების უზრუნველყოფა
** კონტრაქტების, ინვოისებისა და პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** CRM/Excel სისტემაში პროექტებისა და კლიენტების მონაცემების ორგანიზება
** შიდა პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Excel, Word და სხვ.) კარგი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** ავეჯის/ინტერიერის/რემონტის სფეროში გამოცდილება
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

რას ვთავაზობთ:

** მრავალფეროვან და დინამიურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** რეალურ გავლენას კომპანიის პროცესებსა და შედეგებზე
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: administration@toria.ge. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე