|
დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
დუსან ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
კომპანია "დუსან ჯორჯია-Doosan Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი; პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შექმნა, კონტროლი, შენახვა, დაარქივება;
** მარაგების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზება, შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** პროგრამა 1C-ის ცოდნა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, შეგასწავლით ადგილზე.
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
პროგრესირებადი სახელფასო სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: vacancy@doosan.ge.
|
|
|
|