გენდერის ექსპერტი-კონსულტანტი (ექსპერტთა ბაზა)
"Ektimisi: არის კვლევისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ერაყში, სირიაში, უკრაინასა და თურქეთში. ჩვენ ვთავაზობთ კვლევით, შეფასებით და საკონსულტაციო მომსახურებებს განვითარებისა და ჰუმანიტარული სფეროს ორგანიზაციებს.
"Ektimisi" აფართოებს გენდერის ექსპერტების ბაზას მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ და განვითარების კონტექსტებში.
პოზიცია მოიცავს გენდერული ანალიზის ჩატარებას, გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიების შემუშავებას და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის (GBV) და ინკლუზიის მიმართულებით სხვადასხვა კვლევითი პროექტებისთვის.
პოზიცია განსაკუთრებით შეესაბამება კონსულტანტებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება ჰუმანიტარულ სფეროში, გამორჩეული ანალიტიკური და წერითი უნარები. სასურველია სირიის, ერაყის, ან რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე, ევროპის კონტექსტის ცოდნა. თანამშრომლობა ხორციელდება დისტანციურად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/13rbY1R2bzKFtvM59
|