Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"Connect/ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 140-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

"Connect/ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, სათაო ოფისში.

ვეძებთ ყურადღებიან, მოწესრიგებულ და პოზიტიურ ადამიანს, რომელიც ღიმილით დახვდება თითოეულ სტუმარს, შესთავაზებს ყავას ან ჩაის, უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს და ეფექტურად დააორგანიზებს შეხვედრებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #8ა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: 1500 ლარი (net).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსული სტუმრების დახვედრა და თბილი, ყურადღებიანი მასპინძლობა;
** ვიზიტორებისთვის ყავის/ჩაის შეთავაზება და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;
** შეხვედრების დაჯავშნა და შეხვედრების კოორდინაცია;
** მოწესრიგებული, სასიამოვნო გარემოს შენარჩუნება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ყურადღებიანი და მოწესრიგებული.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს.
** მეგობრული, მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კულტურაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე