|
დასახელება:
გაყიდვებისა და რეზერვაციების აგენტი
|
| მომწოდებელი:
Green Palace Kutaisi
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე!
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 23 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.
სასტუმროს მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5-7.
სამუშაო ადგილი: სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" .
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს გასაყიდი ნომრები მიმდინარე ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალური მედიის საშუალებით;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება მაღალი გაყიდვების ეფექტურობისთვის;
** მოლაპარაკებების წარმოება ტურისტულ სააგენტოებთან, სტუმრების მოზიდვის წყაროების მოძიება;
** შემოსულ ზარებზე პასუხი და სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მოთხოვნის მონიტორინგი, სისტემაში ინფორმაციის სრულად განთავსება;
** საოპერაციო სისტემების გამოყენება: Booking.com;
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრებთან სოციალურ ქსელში კომუნიკაცია: Instagram, Facebook;
** სასტუმროს ადმინისტრატორთან ერთად მისაღები ჯავშნების გადამოწმება;
** სტუმრის კომენტარებზე უკუკავშირის დაბრუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება; (სასურველია სასტუმროს მენეჯმენტის, გაყიდვების, ტურიზმის, და უცხო ენების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** ინგლისური ენისა ან/და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა; (Microsoft Office);
** სასურველია სასტუმროს რომელიმე ოპერაციულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; (Fina, Fidelio).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 571766.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|