Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714735&print=yes&view=jobs
 
პრისეილერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ბუდგეთი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბუდგეთ"-ი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
** ანაზღაურებად შვებულებას.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
** დახასიათება წინა სამსახურიდან;
** ცნობა ნასამართლეობაზე;
** ცნობა ნარკოლოგიურიდან;
** საკუთარი ავტომობილი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

კომპანია უზრუნველყოფს: საწვავს და პროდუქციას.

აუცილებელი მოთხოვნა:

** შრომითი ხელშეკრულება ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, თანამშრომლის მხრიდან დაფიქსირდება ნებისმიერი ქონების უზრუნველყოფა. (რომლის ღირებულებაც უნდა იყოს მინიმუმ 15000 ლარი)

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

მოვალეობები:

** შეკვეთების გაკეთება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტებიდან თანხის დროული ამოღება;
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
** სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)

ანაზღაურება: შერჩეულ კადრებს კომპანია სთავაზობს: პრისეილერის ანაზღაურება 1000 ლარიდან 2200 ლარამდე
სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 477 607 ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: alex@budgetgeo.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია