|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
პოლ & შარკი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ პირველად საქართველოში ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, Seidensticker, Joop!, Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce & Gabbana, Jimmy Choo.
"ვიქტორია 98" არის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდების, როგორიცაა ZEGNA, HUGO, BOSS და PAUL & SHARK.
ჩვენი მიზანია მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.
მაღაზია "PAUL & SHARK" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე — 1500 ლარი)
ფუნქციები და მოვალეობები:
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა
** დარბაზში პროდუქციის განთავსება და მისი მუდმივი შევსება/კონტროლი
** ფას-მაჩვენებლის სიზუსტის კონტროლი
** მომხმარებლებისგან დადგენილი წესით ფულადი საშუალებების მიღება (როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით)
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "მოლარე-კონსულტანტი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|