Робота для біженців з України
მიღება - განთავსების განყოფილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება - განთავსების განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას მიღება - განთავსების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: 5/2 9 სთ.
სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ძირითადი მოვალეობები:

** მიღება განთავსების გუნდის მართვა
** შესაბამისი პროცედურების და სტანდარტების დანერგვა და განხორციელება
** გუნდის პროდუქტიული მუშაობის ორგანიზება

კანდიდატის გამოცდილება:

** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** შესაბამისი პროგრამების ცოდნა (OPERA, FIDELIO)
** მაღალი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

(აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის)

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე