Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714719&print=yes&view=jobs
 
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: Heritage Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში (მარჯანიშვილის მეტროსთან) ისტორიულ შენობაში. მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, ფიტნეს დარბაზი, ორთქლის ოთახი და კომპიუტერული თამაშების ოთახი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ბელბოის პოზიციაზე.

საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა დამწყების დონეზე საკმარისია.
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდურად მუშაობა;
** მოწესრიგებული და პოზიტიური.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ოთახამდე ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდის ხელშეწყობას (სურვილის შემთხვევაში, შეისწავლით სასტუმროს მართვის პროგრამას)
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი, 10:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@hotelheritage.ge. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია