|
დასახელება:
ცხელი ხაზის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
MartEV
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 05 მაისი
|
MartEV წარმოადგენს საქართველოში ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურის ყველაზე მსხვილ ოპერატორს. კომპანიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი ელექტრომობილების დამუხტვის ქსელის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ასევე ურბანული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას. დღეის მდგომარეობით, კომპანიას საქართველოში განთავსებული აქვს 200-მდე ელექტრო დამუხტვის სადგური.
ვაკანტური პოზიცია: ცხელი ხაზის ოპერატორი
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ვადა: 1 წელი, გაგრძელების პერსპექტივით (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით).
იხილეთ საიტის ბმული: MartEV
გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ ცხელი ხაზის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას, კითხვებზე პასუხს და ტექნიკური საკითხების სწრაფად გადაჭრას.
სამუშაო აღწერილობა:
** მომხმარებლების ზარებზე, შეტყობინებებსა და ონლაინ ჩატებზე პასუხი;
** აპლიკაციის, ანგარიშის, გადახდისა და დამტენი სადგურების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე კონსულტაციის გაწევა;
** ტექნიკური პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა და შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** პრობლემური შემთხვევების დროული მართვა და მომხმარებლის ინფორმირება;
** შიდა ბაზაში მომხმარებელთა მიმართვებისა და პრობლემების აღრიცხვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებელთა მომსახურების ან ცხელ ხაზზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური საკითხების სწრაფად აღქმის უნარი.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია;
** დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** მომხმარებელთან ურთიერთობა ეთიკური სტანდარტების დაცვით;
** ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი;
** გუნდის წევრებთან ერთად ეფექტური მუშაობა;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა საერთო მიზნების მისაღწევად;
** პოზიტიური დამოკიდებულება საქმის მიმართ;
** ინოვაციური ხედვა და მოტივაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მეილზე s.khuchua@martev.io გამოგვიგზავნოთ CV
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 მაისი.
გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, სამოტივაციო წერილი) კანდიდატის ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|