|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ყავის აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
Coffee Academy გახლავთ ერთ ერთი წამყვანი კომპანია საქართველოს ყავის ინდუსტრიაში. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: პროფესიონალური ყავისა და ბარის აღჭურვილობა, ინგრედიენტები და მოვლის საშუალებები, კონსალტინგი, ბარისტების და მენეჯერების სასერთიფიკაციო კურსები მათ შორის საერთაშორისო SCA სერთიფიკაცია.
Coffee Academy ასევე არის Tbilisi Coffee Festival-ის ორგანიზატორი და აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ყავის კულტურის განვითარებასა და პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაზე.
http://www.coffeeacademy.guru; http://ww.tbilisicoffeefestival.ge
ამ დიდი მიზნების მისაღწევად ვეძებთ Social Media Manager-ს, რომელიც გახდება გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ბრენდების განვითარებაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომპანიის 3 ბრენდის სოციალური მედიის სრულყოფილი მართვა
** მაღალი ხარისხის და ეფექტურობის კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება
** ყოველდღიური კონტენტის შექმნა (ვიდეო, ფოტო, რილსები)
** კონტენტის კალენდრის შექმნა და მართვა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია (Ads Management)
** აუდიტორიასთან აქტიური კომუნიკაცია (კომენტარები, შეტყობინებები)
** ინფლუენსერებთან და პარტნიორ სააგენტოებთან თანამშრომლობა
** შიდა აქტივობების, ტრეინინგებისა და მასტერკლასების გაშუქება
** Tbilisi Coffee Festival-ის ციფრული გაშუქება და კონტენტის მართვა
** შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია
მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მართვის და კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება
** ძლიერი კოპირაიტინგისა და ციფრული კომუნიკაციის უნარები
** Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა
** საბაზისო დიზაინისა და მობილური ფოტოგრაფიის უნარები
** სოციალური მედიის ტრენდების გააზრება და ანალიზის უნარი
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ყავის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი (სასურველია)
სამუშაოს დეტალები:
** სრულ განაკვეთზე სამუშაო (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვ. დოლიძის 1.
** დინამიკური და პროფესიული გარემო და შოურუმი
** კონკურენტული ანაზღაურება ინდივიდუალური შეთანხმებით კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია: info@coffeeacademy.guru
|
|
|
|