|
დასახელება:
ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ორკინი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"ორკინი საქართველო" კარიერის შესაქმნელად გეპატიჟებათ ახალ დარგში - კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში, ბილინგისა და დებიტორების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.
"ორკინი საქართველო" (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).
პირობები და სხვა დეტალები:
** გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
** მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:
** დებიტორული დავალიანებებისა და ვადების ბაზის მართვა, განახლება და მენეჯმენტისთვის/ შესაბამისი სამსახურისთვის რეპორტების მომზადება;
** კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი და პროგრამულად თვის დათქმულ თარიღებში დამკვეთებთან დებიტორული დავალიანების ვადის შესაბამისი მეილების გაგზავნა;
** დამკვეთებისთვის მიმდინარე თვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
** დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** ყოველდღიურად ბალანსის პროგრამაში საბანკო ამონაწერის გატარება;
** ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება, შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან სხვადასხვა აქტების გაფორმება (შედარების, სამმხრივი აქტი, ურთიერთჩათვლა);
** შეწყვეტილი სტატუსის მქონე კომპანიებთან წერილობითი კომუნიკაცია საკითხის აღსრულებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
** ყოველთვიურად აღსრულებაში გადასაცემი დებიტორების სიის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიულ კომპანიასთან გადაგზავნა/მონიტორინგი.
** ბექ-ოფისის კადრების დრო და დრო დახმარება და ჩანაცვლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა.
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
** გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
** მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge.
გთხოვთ, subjec-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|