Робота для біженців з України
კორპორაციული ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და საქართველო.

"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. კომპანიაში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** კორპორაციულ ტელეფონს და ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროს
** FitPass ბარათს
** საუკეთესო სახელფასო და საბონუსე პირობებს
** ფიქსირებული ხელფასი
** ყოველთვიური საკომისიო
** ყოველთვიური ბონუსი მოზიდული პრემიიდან
** წლიური ბონუსი ჯამური მოზიდული პრემიიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური დაზღვეულების/ბაზების მოძიება და დამუშავება
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
** მოლაპარაკებების ასახვა და დამუშავება CRM-ში
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში/აქციებში აქტიური მონაწილეობა
** სადაზღვევო დოკუმენტაციის დამუშავება
** შეხვედრების ორგანიზება/წარმართვა
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა
** გაყიდვების გეგმის განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

პიროვნული უნარები:

** ინფორმაციის გადმოცემის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://euroins.selfrecruit.ge/s/FVu9W
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე