|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
New Wave Hotel Chain
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
სასტუმრო კომპლექსების ქსელი New Wave Hotel Chain -ის სახელით შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმრო კომპლექსისა და მასში შემავალი სერვისების, მათ შორის რესტორნის /კაფის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** სოციალური მედია არხების მართვა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბიუჯეტის მართვა
** სასტუმრო კომპლექსის სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
** შედეგების ანალიზი (მათ შორის FB/Instagram რეკლამებისა და კამპანიების)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით, სოციალური ქსელების მართვის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00; შესვენება: 1სთ.
სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს.
არ განიხილება მოვალეობების დისტანციური შესრულება.
სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება."
|
|
|
|