|
დასახელება:
სამონტაჟო ჯგუფის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
გარანტი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
შპს "გარანტი ჯგუფი" garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.
კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები;
ძირითადი მოვალეობები:
** სამონტაჟო კონსტრუქციების ავტომობილზე შესაბამისი სტანდარტით განთავსების მონიტორინგი.
** კონსტრუქციების მანქანებზე დამაგრების უზრუნველყოფა
** სამონტაჟო კონსტრუქციების ადგილზე ტრანსპორტირება
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნა:
** აუცილებელია მართვის B კატეგორია, სასურველია მართვის C კატეგორია
** მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მანქანის ტექნიკური ნაწილის ელემენტარული ცოდნა
** დისციპლინირებული
** დაუზარელი
** კეთილსინდისიერი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მძღოლი"
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|