|
დასახელება:
ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ამბები/მთის ამბები
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"საქართველოს ამბები / მთის ამბები" თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიას ვიდეოოპერატორი-მემონტაჟის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ შემოქმედებით წევრს, რომელიც მზად არის, ჩაერთოს საველე ექსპედიციებში და შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მედიაპროდუქტი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
პოზიცია: ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე
ძირითადი მოვალეობები:
** აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;
ძირითადი მოთხოვნები:
** მედიაში ოპერატორად და მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
** Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ცოდნა; გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) კარგი ფლობა.
** შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დრონის მართვის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
** ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენ მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული და დამონტაჟებული 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
|
|
|
|