Робота для біженців з України
მედია-პროექტებისა და ზრდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედია-პროექტებისა და ზრდის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები/მთის ამბები
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"საქართველოს ამბები / მთის ამბები" ეძებს თანამებრძოლს, რომელიც დაგვეხმარება დამოუკიდებელი მედიის გადარჩენისა და განვითარების ახალი მოდელის შექმნაში. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომელს. ვეძებთ ადამიანს, ვისთვისაც მედიის თავისუფლება ღირებულებაა და რომელმაც იცის, როგორ აქციოს საინტერესო ამბები და იდეები დამოუკიდებელი მედიის შემოსავლის წყაროდ.

პოზიცია: მედია-პროექტებისა და ზრდის მენეჯერი

ანაზღაურება: 3500-5000 ლარი გადასახადების ჩათვლით (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა რეალიზებული პროექტებიდან.

ეს არის შესაძლებლობა, იმუშაოთ საქართველოში ერთადერთ მედია-გუნდთან, რომელიც ფოკუსირებულია მაღალმთიან რეგიონებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს იყოთ იმ გამოცემის ნაწილი, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიული დაგეგმვა: რესურსების მობილიზაციის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** სპეცპროექტების მართვა და ქრაუდფანდინგი: შემოწირულებებზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და მკითხველთა ლოიალობის (Membership) პროგრამების განვითარება;
** "ქართული საქმის" მენეჯმენტი: პროექტის კომერციული და სოციალური პოტენციალის რეალიზება;
** შემოსავლების დივერსიფიკაცია: ახალი, არასაგრანტო წყაროების მოძიება და ინოვაციური მონეტიზაციის მოდელების დანერგვა;
** ბიზნესპარტნიორობა: კერძო სექტორთან კომუნიკაცია და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან თავსებადი სასპონსორო პაკეტების შექმნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სტაჟი პროექტების მართვის, მარკეტინგის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება მედიაში, კრეატიულ ინდუსტრიაში ან NGO სექტორში);
** მოლაპარაკებების წარმოებისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მიმზიდველ კამპანიებად მომზადების უნარი;
** დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის გააზრება და რეპრესიულ გარემოში მუშაობის მზაობა;
** პროექტების მართვისა და ვადების (Deadlines) დაცვა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქს. 300 სიტყვა) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე