|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ელისი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
კომპანია "ელისი" არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი თბილისში. აქ დაგხვდებათ ძალიან მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო. კომპანია დაარსდა 2009 წელს. ელისი ბაზარზე წარმოდგენილია 3 ფილიალით, აერთიანებს 60-ზე მეტ თანამშრომელს და გამოირჩევა ყოველწლიური მზარდი დინამიკით.
ამჟამად მაღაზიას ესაჭიროება მოლარე-ოპერატორი.
ანაზღაურება სრული განაკვეთი: 1400 ლარიდან (კვალიფიკაციის მიხედვით)
ასევე განიხილება გრაფიკი ნახევარ განაკვეთზე (შეთანხმებით)
სამუშაო ადგილები: ქ.თბილისი, ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის N39, ასევე მუხიანი გობრონიძის ქ.N15ა
ბენეფიტები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება (გამოცდილების გარეშე კადრებისთვის)
** კარიერული წინსვლა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება
** თანხის კონტროლო
მოთხოვნები:
** სწორი და გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.
თუ დაინტერესებული ხართ ჩვენთან მუშაობით აუცილებელია მობრძანდეთ გასაუბრებაზე.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599580875
|
|
|
|