Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714607&print=yes&view=jobs
 
ლაბორატორიის ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ლაბორანტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტზე ქიმიის, ბიოქიმიის, იმუნოლოგიის, ფიზიოლოგიის და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა 17 (ჯო ენის საუნივერსიტეტო კორპუსი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიაში არსებული ხელსაწყო-იარაღების აღწერა, მათი მოვლა და დაცვა;
** აკადემიური ჯგუფის, პროფესორ-მასწავლებლების იმ ხელსაწყო იარაღებით უზრუნველყოფა, რომელიც გეგმიურ ლაბორატორიულ მუშაობას ესაჭიროება.
** ლაბორატორიულ და ექსპერიმენტულ სამუშაოებში ჩართულობა;
** ლაბორატორიული მუშაობის დასრულების შემდეგ, ლაბორატორიის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიის, ან მედიცინის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა -B1 (მეტყველება, წერა)

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ თავს. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია