Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714520&print=yes&view=jobs
 
სატვირთოს მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთოს მძღოლი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას სატვირთოს მძღოლის პოზიციაზე.

მოვალეობა:

** ვენდინგ აპარატების გადაზიდვა დანიშნულ ობიექტებზე
** თვეში 1 ან 2-ჯერ ბათუმის და ქუთაისის რეისი

მოთხოვნა:

** მართვის მოწმობა "B" და "C" კატეგორია (აუცილებელი)
** სატვირთოს მართვის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული

პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარიდან
** სამუშაო საათები: ორშ-პარ. 10:00 - 18:00
** ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ
** Fitpass (ფარავს თანამშრომელი)
** სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 52

ტელ: 598 443 903

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია