Робота для біженців з України
დებიტორების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ დებიტორების მართვის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** დებიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული ვალდებულებებისა და მათი დაფარვის პირობების შესახებ;
** დებიტორების მოთხოვნით, გადახდის გრაფიკის ცვლილება (რესტრუქტურიზაცია);
** პროცედურის მიხედვით ხელშეკრულების გაუქმების დაინიცირება პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე