|
დასახელება:
ელექტრო და სუსტი დენების მხაზველი ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო და სუსტი დენების (ELV) მხაზველი ინჟინრის (drafter Engineer) პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
პროექტირება და ნახაზები:
** ელექტრო და ELV სისტემების სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** Single Line Diagram (SLD), Load Schedule, Panel Schedule და layout-ების დამუშავება
** BOQ, სპეციფიკაციები და As-built ნახაზები,
გათვლები:
** ელექტრო დატვირთვების გამოთვლა (Load Calculation)
** კაბელების შერჩევა, დაცვითი მოწყობილობების განსაზღვრა
** სისტემების ოპტიმიზაცია ტექნიკური პარამეტრების მიხედვით
კოორდინაცია:
** სხვა დისციპლინებთან კოორდინაცია (HVAC, Plumbing და სხვ.)
** clash detection და ნახაზების ოპტიმიზაცია
მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება
** 2 წლიდან - გამოცდილება
** AutoCAD (Revit უპირატესობა)
** ელექტრო გათვლების ცოდნა
** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების ცოდნა
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|