Робота для біженців з України
ხანძარქრობის/წყალმომარაგების უფროსი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხანძარქრობის/წყალმომარაგების უფროსი ინჟინერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობის და წყალმომარაგება/კანალიზაციის (Fire Fighting / Plumbing) უფროსი ინჟინრის (Senior Engineer) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია
** Plumbing და Fire Fighting სისტემების (water supply, drainage, sewage, stormwater, fire suppression, pumps, tanks) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება და გადამუშავება
** ჰიდრავლიკური გათვლების შესრულება (pipe sizing, pump head calculation, flow მოთხოვნები)
** ტექნიკური დოკუმენტაციის (BOQ, სპეციფიკაციები, As-built ნახაზები) მომზადება და განახლება
** ნახაზებზე აუცილებელი ტექნიკური მონაცემების დატანა (flow rate, pipe diameter, slope, equipment schedule)
** პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან და სტანდარტებთან (IPC, NFPA, EN, BS)

ინტერდისციპლინარული კოორდინაცია:

** აქტიური თანამშრომლობა Electrical, HVAC, Architectural და Structural გუნდებთან
** სისტემებს შორის კონფლიქტების (clash) იდენტიფიცირება და ტექნიკური გადაწყვეტების შეთავაზება
** კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა და გადაწყვეტილებების შეთანხმება

სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა:

** საინსტალაციო გუნდებისთვის დავალებების მიცემა და სამუშაოების ორგანიზება
** შესრულების კონტროლი დამტკიცებული ნახაზებისა და სპეციფიკაციების მიხედვით
** მასალებისა და მოწყობილობების შესაბამისობის გადამოწმება
** მილსადენებისა და სისტემების მონტაჟის ხარისხის კონტროლი
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და პრობლემების ოპერატიული მოგვარება
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობა

ტესტირება და კომისიონირება:

** სისტემების ტესტირების პროცესის მართვა (pressure test, leak test, flushing, disinfection)
** კომისიონირებაში მონაწილეობა და სისტემების გამართულად ჩაბარების უზრუნველყოფა

ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება:

** ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა პროექტირების და სამშენებლო ეტაპებზე
** პროექტის პროგრესის და რისკების შესახებ რეგულარული რეპორტინგი
** ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო/ტექნიკურ მიმართულებაში
** მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება Plumbing / Fire Fighting სისტემებში
** ჰიდრავლიკური გათვლების და სისტემების დიზაინის პრაქტიკული გამოცდილება
** AutoCAD-ის კარგი ცოდნა (Revit/BIM ჩაითვლება უპირატესობად)
** საერთაშორისო სტანდარტების (IPC, NFPA, EN, BS) ცოდნა
** ინგლისური ენა - ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე

პროფესიული უნარები:

** ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** კოორდინაციის და კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტიზაცია

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე