Робота для біженців з України
სუშის მზარეულის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუშის მზარეულის ასისტენტი
მომწოდებელი: სუში რუმი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის ასისტენტის პოზიციაზე.

იხსნება "სუში რუმ"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს გამოცდილება, ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის მზარეული, ეს ვაკანსია შენთვის არის.

ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** უნიკალური შესაძლებლობას იმუშაოთ და ისწავლოთ იაპონური სამზარეულო სუშის ოსტატი მზარეულისგან
** მეგობრულ სამუშაო გარემო
** პრემიუმ სამზარეულოს მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი ინგრედიენტებით, საუკეთესო ინვენტარით და ხელსაწყოებით
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს

მოთხოვნები:

** ინტერესი იაპონური სამზარეულოს მიმართ (გამოცდილება პლიუსია)
** სრულ განაკვეთზე მუშაობის სურვილი/შესაძლებლობა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** მოსამზადებელი სამუშაოები მზარეულის მითითებით (ბოსტნეულის დაჭრა, სოუსის მომზადება, სხვადასხვა ინგრედიენტის შეწვა/შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავება და ა. შ.)
** სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება
** სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "სუშის მზარეულის ასისტენტი". განცხადებას უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი.

შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე