Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714455&print=yes&view=jobs
 
ჭურჭლის მრეცხავი/დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი/დამხმარე
მომწოდებელი: სუში რუმი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავი/დამხმარის პოზიციაზე.

გაიხსნა "სუში რუმ"-ის პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში. თუ გაინტერესებს იაპონური სამზარეულო, გაქვს ინტერესი და მოტივაცია, რომ გახდე იაპონური სამზარეულოს მაღალი დონის გუნდის წევრი, ეს ვაკანსია შენთვის არის.

ანაზღაურება: საათში 10 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული

რას გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პრემიუმ სამზარეულოს მაღალი ხარისხის ინვენტარით და ხელსაწყოებით
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს

მოთხოვნები:

** ინტერესი სამზარეულოში მუშაობის (გამოცდილება დიდი პლიუსი)
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პასუხისმგებლობა/მოვალეობები:

** ჭურჭლის რეცხვა
** სამზარეულოს ინვენტარის და ზედაპირების რეცხვა დასუფთავება
** სამზარეულოში მიხმარება საჭიროების შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "დამხმარე სამზარეულოში". განცხადებას უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი.

შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია