|
დასახელება:
ოპერაციების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** სერტიფიკატების, ანგარიშების და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება და გაცემის უზრუნველყოფა ჩატარებული ინსპექციებისა და სიურვეიერების ანალიტიკური ანგარიშების საფუძველზე;
** მონაცემების სისწორისა და სისრულის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში სიურვეიერებთან, ოპერაციულ განყოფილებასთან და ბუღალტერიასთან კომუნიკაცია;
** შესრულებული სამუშაოების არქივის წარმოება, სისტემატიზაცია და კონტროლი როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდურ ფორმატში, კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** საქმიანი მიმოწერა და ურთიერთობა კომპანიის კლიენტებთან, პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან (ძირითადად ინგლისურ ენაზე);
** კორესპონდენციის გაგზავნის ორგანიზება საკურიერო სერვისების მეშვეობით, მიწოდების ვადების კონტროლი;
** სამსახურებრივი წერილების, შეტყობინებების, ცნობებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება;
** ოპერაციული მენეჯერისა და დირექტორის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (წერითი და ზეპირი). ასევე აუცილებელია რუსული ენა;
** Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) სრულყოფილი ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობა, ფინანსურ და ანგარიშგების დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაცია;
** საქმიანი კომუნიკაციისა და მიმოწერის უნარები;
** მრავალდავალებიან რეჟიმში მუშაობისა და დადგენილი ვადების დაცვის უნარი;
** ინვოისებთან, კონტრაქტებთან მუშაობის ან სურვეიური / ლოგისტიკის / ინსპექციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: irina.totladze@intertek.com.
|
|
|
|