|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Anat Amoroso Fashion
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"Anat Amoroso Fashion" — პრემიუმ სეგმენტის ტანსაცმლის შოუ-რუმი, აცხადებს ვაკანსიას პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერზე.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
** ანგარიშგებების (ფინანსური, საგადასახადო) მომზადება და წარდგენა
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე (ტანსაცმლის წარმოების მიმართულებით მუშაობა, ჩაითვლება უპირატესად)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Oris, RS.ge და სხვა)
** MS Excel-ის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anat.amoroso@gmail.com. Subject-ში მიუთითეთ "ბუღალტერი".
|
|
|
|