Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ფარმა სთორი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობაა ბრენდების ციფრული პოზიციონირების გაძლიერება, პროფესიონალური აუდიტორიის ჩართულობის ზრდა და გაყიდვების მხარდაჭერა სტრატეგიული კონტენტის საშუალებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას №2

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიის მართვაში ჩართულობა (Instagram, Facebook, TikTok)
** ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels, Stories, TikTok ვიდეოები)
** პროდუქციისა და პროცედურების ფოტოსესია/ვიდეო გადაღება
** ტექსტების შექმნა (პოსტები, ქოფირაითინგი, სლოგანები)
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადმოცემა მარტივად და პროფესიონალურად
** კოსმეტოლოგებთან/კლინიკებთან თანამშრომლობა კონტენტის შესაქმნელად
** კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და მართვა
** შედეგების ანალიზი (reach, engagement, leads)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიულობა და შესაბამისი ვიზუალის შექმნის უნარი
** სასურველია Adobe პროგრამების ცოდნა (Photoshop, Premiere Pro)
** ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის უნარები (CapCut, InShot ან მსგავსი)
** სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა
** ქოფირაითინგის უნარი (მარკეტინგული ტექსტები)
** დროის მართვა და ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურად განვითარებად სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** საინტერესო პროექტებსა და პრემიუმ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: anajavakhidze@pharmastore.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად", შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე