Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714432&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგული პროექტებისა და კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული პროექტებისა და კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტებისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

"ქართული ამერიკული უნივერსიტეტის" მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** უნივერსიტეტის სკოლებთან, დეკანებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობა მარკეტინგული და საკომუნიკაციო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით;
** უნივერსიტეტის სახელით კონფერენციების, პრეზენტაციების, ვორქშოფების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** უნივერსიტეტის მარკეტინგის აუთსორს კომპანიასთან კომუნიკაცია და უნივერსიტეტის საჭიროებების ეფექტურად მიწოდება;
** მარკეტინგული კამპანიების განხორციელების პროცესის კოორდინაცია უნივერსიტეტის შიდა ერთეულებსა და აუთსორს კომპანიას შორის;
** უნივერსიტეტის სკოლებისა და სტრუქტურული ერთეულების მარკეტინგული საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მარკეტინგული მასალების დაგეგმვა/შეკვეთა;
** უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობების მხარდაჭერა და სოციალური პროექტების ორგანიზება;
** სკოლებთან თანამშრომლობა და აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო და სარეკრუტინგო აქტივობების დაგეგმვა;
** სტუდენტური გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით პროექტების კოორდინაცია სტუდენტური სერვისების მენეჯერთან თანამშრომლობით;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის / კომუნიკაციების / პროექტების მართვის /საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
** პროექტებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიზის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 30 აპრილის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია