|
დასახელება:
გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
https://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქციები:
** გაყიდვების გეგმის შესრულება, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდის მიერ;
** გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში (წლის, კვარტლის, თვის) საერთო სტრატეგიის განსაზღვრა, კონტროლი და შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი - ბაზრების ზრდის, გაფართოებისა და ცვლილებების ანგარიშგება;
** კომპანიის გაყიდვების ზრდის ინიცირება და შემოსავლების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველდღიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა განსაზღვრული და დელეგირებული პირობების ფარგლებში;
** კომპანიასა და პარტნიორებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების მუდმივი მონიტორინგი;
** აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობით;
** დაგეგმილი აქციების შედეგების შესახებ რეპორტინგი და შედეგების ანალიზი;
** კონკურენტი კომპანიების და ბაზრის ანალიზი (დაგეგმილი აქტივობების, სიახლეების, ფასების ცვლილების შესახებ);
** კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა და ბაზარზე კომპანიის პოზიციის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების მუდმივი ოპერაციების (შეკვეთა, დაბრუნება) მონიტორინგი;
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი/მართვა ხელშეკრულების დონეზე;
** პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება, მათი საქმიანობის მონიტორინგი, სწავლება, მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დატრენინგება მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად, მათ შორის კომპანიის მიერ შემუშავებული მერჩენდაიზინგის პრინციპებისა და სარეკლამო მასალის გამოყენების წესების შესახებ;
** ხელფასისა და ბონუსის კალკულაციისთვის საჭირო რეპორტის ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
** ყოველთვიური მუშაობის ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ქსელურ მარკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ტელ: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|