|
დასახელება:
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
მეგალაინი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, რაფიელ აგლაძის 15, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი "მეგალაინი"
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეასრულოს ყველა აუცილებელი მექანიკური/ტექნიკური სამუშაო: საკეტების შეკეთება, ონკანების შეკეთება, გამოცვლა, ფილების შეცვლა და სხვა
** საღამოს საათებში განათების გადაყვანა ეკონომიურ რეჟიმზე
** ყურადღების მიქცევა მრიცხველების გამართულ მუშაობაზე
** ყურადღების მიქცევა პავილიონებში ელექტროხელსაწყოების და განათების გამართულ მუშაობაზე, ასევე გარე განათებაზე
** გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემების კონტროლი; გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა და გამორთვა ამინდის ცვლილების მიხედვით
** ყოველთვიურად სახანძრო ჰიდრანტების გამართული მუშაობის შემოწმება
** გენერატორის გამართულ მუშაობაზე ყურადღების მიქცევა
** სამეურნეო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა ხელსაწყოს, იარაღისა და სათადარიგო ნაწილების ინვენტარიზაციის ჩატარება
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
** განათლება და გამოცდილება ტექნიკურ სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად
** დროის სწორად მართვის უნარი
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@megaline.ge და "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|