|
დასახელება:
სტაჟირება - ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Universal Business Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "Universal Business Solutions" აცხადებს სტაჟირებას ბიზნესის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო კანდიდატებს ექნებათ კომპანიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ:
"Universal Business Solutions" ქმნის, ავითარებს და მართავს ბიზნესებს სხვადასხვა სექტორში
პირობები:
** ბონუსები - ყოველი წარმატებული გარიგებისთვის
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** დასაქმების პერსპექტივა - საუკეთესო სტაჟიორებს ვთავაზობთ მუდმივ პოზიციას
** რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
რას ისწავლი:
** ბიზნესის განვითარებას (Business Development)
** მარკეტინგულ სტრატეგიებს
** მოლაპარაკებების ტექნიკებს
** კლიენტებთან ურთიერთობას (B2B კომუნიკაცია)
** გაყიდვების პროცესის მართვას
** სოციალური მედიის მართვას
რას ველით შენგან:
** მოტივაციას და სწრაფად სწავლის უნარს
** კომუნიკაციის კარგ უნარებს
** პასუხისმგებლობას და პროაქტიულობას
** ინტერესს ბიზნესის განვითარების მიმართულებით
** გამოცდილება აუცილებელი არ არის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა ბიზნეს პროექტებზე მუშაობა
** გაყიდვების პროცესში მონაწილეობა
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელმისამართზე: mmbusinessspace@gmail.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბიზნესის განვითარების სტაჟიორი.
|
|
|
|