რესტორანი "Respublika Grill Bar" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე
პირობები:
** სამუშაო განრიგი: 3 ან 4 სამუშაო დღე კვირაში, 11:30-00:00
** ხელფასი 1100-1200 ლარი (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და სამუშაო დღეების რაოდენობის მიხედვით) + თიფსი (ყოველდღიურად საშუალოდ 80-100 ლარი)
** ტრანსპორტირებას (ღამე) და კვებას უზრუნველყოფს კომპანია
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** ალკოჰოლური სასმელების, კოქტეილების, ყავის მომზადების და ქართული ღვინოების ცოდნა
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის განცდა, გუნდური მუშაობის უნარი
მისამართი:თბილისი, მთაწმინდა, პავლე ინგოროყვას 19.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: respublikapartners@gmail.com (გთხოვთ თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 133911, 555 243982 (ტელეფონზე დაგვიკავშირდით 15:00-19:00 მონაკვეთში)
|