Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=714325&print=yes&view=jobs
 
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: გენომიქსი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი შპს "გენომიქსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია
** ბიოლოგიური მასალის (ვენური სისხლი და სხვა ნიმუშები) აღება
** ნიმუშების ეტიკეტირება, დოკუმენტირება და ლაბორატორიაში გადაცემა
** ნიმუშებთან დაკავშირებული ლაბორატორიული ჟურნალის შევსება
** ბიოუსაფრთხოების და ინფექციის კონტროლის წესების დაცვა
** სამუშაო გარემოს სისუფთავისა და სტერილობის უზრუნველყოფა
** სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვით მუშაობა
** სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვა, კონტროლი და აღრიცხვა
** პაციენტის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა
** ხარისხის მართვის სისტემის (ISO სტანდარტები) მოთხოვნების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის დიპლომი ან სერტიფიკატი (სავალდებულოა)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
** ვენური სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება (აუცილებელია)
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საბაზისო დონეზე (სასურველია)

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცინცაძის ქ. №15

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@genomics.ge და სათაურში მიუთითეთ "ექთანი".

გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "გენომიქსი"-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: info@genomics.ge ან წარმოადგინოთ განცხადება ოფისში (მის.: თბილისი, ცინცაძის ქ. №15).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია